პოლიტიკა

ნატო ჩხეიძე: შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა

Nusagi

„შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა. მოგეხსენებათ უკვე, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობა, ამიტომ არ ვაწერთ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, დანარჩენს ვნახავთ მომავალში. დღესვე ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის შენობასთან განაცხადა.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. შეკრებილები ამბობენ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ, არიან სამოქალაქო აქტივისტები და რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც 7 თვის განმავლობაში იყო ბოიკოტის რეჟიმში, დღეს პარლამენტში შესვლის უფლება აღარ აქვს. მათი თქმით, ეს პარტია საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას არ იმსახურებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,670 ნახვა
%d bloggers like this: