პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

Nusagi

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს განიხილავს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რათა პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე ძლიერად წარსდგეს.

„განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა მათ შორის გეგმა და სტრატეგია პირველ განცხადებას მნიშვნელოვანი კანონპროექტის ირგვლივ გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა.

ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვსდგეთ ძლიერად.

ძალინ დიდი იმედი მაქვს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხებს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“.

მე ამ პარლამენტს ვუყურებ, როგორც გარდამავალ პარლამენტს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია საკანონმდებლო ორგანოში მუშობას იწყებს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 პრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერაზე.

შეგახსენებთ, 7 ივნისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 32 წევრიანი ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას“ შექმნას მხარი დაუჭირა. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: