უცხოური მედია

FBI-ს მიერ შექმნილი მესინჯერით ასეულობით დამნაშავე დააკავეს

Nusagi

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ შექმნილი მესინჯერ ANOM-ით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასობით დამნაშავე დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

აპლიკაცია, რომელიც რეკლამირდებოდა, როგორც ყველაზე სანდო და დაცული, საიდუმლოდ ვრცელდებოდა დამნაშავე ორგანიზაციების წევრებს შორის. რეალურად კი, ოპერაცია FBI-ს მიერ იყო დაგეგმილი. მესინჯერი საშუალებას აძლევდა სამართალდამცველებს, ეჭვმიტანილების საუბრებისთვის ეთვალთვალათ.

თავიდან აგენტებმა აპლიკაციას რეკომენდაცია გაუწიეს დამნაშავეთა გავლენიან ლიდერებთან. თავის მხრივ, ამ უკანასკნელებმა კი,  თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს ურჩიეს ANOM-ით სარგებლობა. აპლიკაციას აყენებდნენ სპეციალურ მობილურ ტელეფონებზე, საიდანაც არ შეიძლებოდა დარეკვა, ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობა. კომუნიკაცია შეიძლებოდა მხოლოდ მათთან, ვისაც იგივე აპლიკაცია ჰქონდა დაყენებული.

შედეგად, პოლიციას შესაძლებლობა მიეცა, რეალურ დროში ედევნებინა თვალყური დამნაშავეთა საუბრებისთვის.

ოპერაციის შედეგად, 18 ქვეყანაში დააკავეს მაფიასთან და ორგანიზებულ დამნაშავე დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ასობით ადამიანი. ამოღებულია ნარკოტიკები, იარაღი და ფული. 

მხოლოდ ავსტრალიაში, აპლიკაციის მეშვეობით 224 ადამიანი დააკავეს და 20-მდე დაგეგმილი მკვლელობა აღკვეთეს, ასევე ამოიღეს სამი ტონა ნარკოტიკი და 35 მილიონი დოლარის არალეგალური აქტივები. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: