პოლიტიკა

გახარიამ ვერ გასცა პასუხი, რა აუცილებლობას წარმოადგენდა 2-3 დღე კანონის აღსრულების გადადება

Nusagi

“ზუსტი შეფასება მისცა იმ მოვლენებს, რა მოვლენებიც იყო ცნობილ 20-21 ივნისის ღამეს და შემდგომ უკვე სწორი შეფასებები იქნა მიცემული იმ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც პრემიერი გადადგა, მაშინ როდესაც სამართალი უნდა აღსრულებულიყო” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ამ წერილში არსებულ მოცემულობას, ეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ, თუმცა მან ვერ გასცა პასუხი იმას, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა ორი-სამი დღე კანონის აღსრულების გადადება, რა ბენეფიტს ან რა უკეთესობას აძლევდა ის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, მაშინ როდესაც ყველასთვის იყო ცალსახად ნათელი, რომ აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო კანონი, უნდა აღსრულებულიყო სასამართლო გადაწყვეტილება და ეს გადადებას და გადავადებას არ ექვემდებარებოდა, მით უმეტეს, როდესაც სულ რამდენიმე დღით ადრე გიორგი გახარია უმრავლესობას და პირადად მეც გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ აუცილებელია მოხსნილიყო იმუნიტეტი ნიკანორ მელიაზე, რადგანაც უკვე სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომხდარიყო მყისიერად და დაუყონებლივ აღსრულება ამ გადაწყვეტილების, რისი მომხრეც უმრავლესობაში ყველანი ვიყავით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ორ დღეში პოზიციის შეცვლა და ფაქტიურად გუნდის მიტოვება, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მომენტი, შეიძლება, შეფასდეს ერთმნიშვნელოვნად, როგორც ღალატი და მიტოვება, როგორც საკუთარი გუნდის, ასევე სახელმწიფოსი.

„გიორგი გახარია და მისი პარტია არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი, ეს ყველაფერი, პოლიტიკური მეკობრეობა დაუმთავრდა ამ პარტიას ფიასკოთი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამცნო, რაც შეეხება ამ მოვლენებს, რომელიც ესადაგება და ასე ვთქვათ კითხვის ნიშნებს აჩენს სააკაშვილის ზოგად ტენდენციებთან და მის სურვილებთან მიმართებაში საქართველოში რევოლუციის მოხდენის და ხელისუფლების ამოყირავების, ცხადია, ისევე როგორც პარტიის დაფინანსების კუთხითაც არსებულ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, გახარიას მოუწევს პასუხების გაცემა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,069 ნახვა
%d bloggers like this: