პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მიმართავენ

Nusagi

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, ადგილობრივი არჩევნების ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით ჩატარება უზრუნველყონ, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თანამომხსენებლებმა აღნიშნეს მიშელის შეთანხმების შედეგად საქართველოში მომავალი ადგილობრივი არჩევნებისადმი გაზრდილი მნიშვნელობა და ყურადღება. მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით, საარჩევნო კანონმდებლობის, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. თანამომხსენებლები მიესალმნენ საყოველთაო და კონსენსუსურ წესს, რომლის მიხედვითაც შეიქმნა მიშელის შეთანხმებაში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ. მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, ამ ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მომავალი დასკვნის ყველა რეკომენდაცია სრულად შეასრულონ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

თანამომხსენებლებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ბოლოდროინდელი სადავო ცვლილებების გამო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს კანონი საბჭოთა პერიოდის უკიდურესად დეფექტური კოდექსია, რომლის დებულებები აჩენს კითხვებს პროპორციულობასა და სათანადო პროცესის მიმართ პატივისცემასთან დაკავშირებით და რომელთაგან რამდენიმე არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. შესაბამისად, მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს რეკომენდაცია, რომ შემუშავდეს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, ვენეციის კომისიასთან მჭიდრო კონსულტაციით, რათა უზრუნველყონ, რომ ის სრულყოფილად იცავდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ნორმებს. ისინი მიესალმნენ ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას, შექმნან ასეთი ახალი კანონი და იმედი გამოთქვეს, რომ ახალი პარლამენტი დაუყოვნებლად დაიწყებს მომზადების პროცესს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: