პოლიტიკა

ელისაშვილი „ნაცმოძრაობას“: მამის ტოლა კაცს ბათუმში, თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი თავზე ჩამოამხეს, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ?

Nusagi

“თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ, თქვენს ტელევიზიაში იჯდა ხალხი და კონკრეტულ თანხებს ასახელებდა, თვიდან თვემდე რამდენი შემომთავაზა და რამდენი გადამიფორმა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა გეკითხებით, თქვენც ხომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილსგან?”,- ასე მიმართა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს .

“მე და ლევან იოსელიანი თებერვლის დასაწყისში შემოვედით პარლამენტში, თქვენ შემოხვედით 4 თვის შემდეგ, ივნისის დასაწყისში. მინდა დავაზუსტო რომ ყველას არ ეხება, ზოგიერთი და ბევრი იდგა, გვწყევლიდა, ზიზღს, სიძულვილს აფრქვევდა და რას არ გვაბრალებდა. 43 წლის ვარ, ერთხელ ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ერთხელ – თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ღმერთმა იცის, სუსმაც იცის, “ქართულმა ოცნებამაც” იცის, რომ ხელფასის მიღმა არ ამიღია არასოდეს არცერთი თეთრი. ისე გამზარდეს და ისე ვარ მოწყობილი, რომ მეზიზღება კორუფცია და ყველა, ვინც არის მექრთამე და არის ჩართული კორუფციაში. თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ, თქვენს ტელევიზიაში იჯდა ხალხი და კონკრეტულ თანხებს ასახელებდა, თვიდან თვემდე რამდენი შემომთავაზა და რამდენი გადამიფორმა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა გეკითხებით: თქვენც ხომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილსგან?

მეორე კითხვა- მამის ტოლა კაცს ბათუმში, თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი თავზე ჩამოამხეს, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ ისევ კმაყოფილები ხართ თქვენი საქციელით? შავლეიშვილს მე საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მან მიიღო პრინციპული და სწორი გადაწყვეტილება, ადგა და შევიდა აჭარის უმაღლესი საბჭოში. თქვენ როგორ მოექეცით. ეს პოლიტიკისთვის ნორმალური პროცესია? დღეს რა არ ილაპარაკეთ, რა არ გაიხსენეთ, ფარნავაზ მეფიდან მოვყევით და ის კაცი მაინც გეხსენებინათ და გეღიარებინათ, გეხსენებინათ მაინც, რომ ჰო, შეგვეშალა და ბოდიში მაინც მოვუხადოთ. ჩემზე არაფერს ვამბობ, აგერ ვარ და ჩემს სათქმელს ყოველთვის გეტყვით”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,052 ნახვა
%d bloggers like this: