განათლება

კოლეჯი „პრესტიჟი“ საპატიო სტუმრებს მასპინძლობს

Nusagi

8 ივნისს, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პროფესიული განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად  ვიზიტით იმყოფებოდა თელავში და დაათვალიერა ევროსტანდარტის შესაბამისად რეაბილიტირებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კოლეჯი „პრესტიჟი“ და  პროფესიულ საგანმანათლებლო დუალურ პროგრამაზე „მევენახეობა-მეღვინეობა“ ავტორიზაციის წარმატებით გავლა მიულოცა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდია კრისტმანი, თანამშრომლობის ხელმძღვანელი,  კარლ ფ. ტაესტენსი- GIZ– ის ქვეყნის დირექტორი, ჰანს-იურგენ კასენსი- GIZ PSD TVET, პროგრამის დირექტორი- Selma Ulrichs, GIZ PSD TVET, კომპონენტების გუნდის ხელმძღვანელი,  მარინა ავალიშვილი – დე ბურ, GIZ PSD TVET, პროგრამის ექსპერტი.

კოლეჯის ადმინისტრაციასთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე, რომლებიც განხორციელდება ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა დუალული სწავლების მოდელზე, რომლის დანერგვაშიც კოლეჯთან ერთად აქტიურად არის ჩართული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ასოციაცია „ქართული ღვინო“.

 შეხვედრაზე აგრეთვე აქცენტი გაკეთდა კოლეჯისა და გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ ბიბერახის პროფესიული სკოლის „Karl Arnold Schule“ მჭიდრო მეგობრულ კავშირებსა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე. 

კოლეჯის დირექტორმა, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორმა ბ-მა  კონსტანტინე დოლიძემ მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებას (GIZ) წარმატებული თანამშრომლობისთვის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,980 ნახვა
%d bloggers like this: