პოლიტიკა

რაც არ უნდა ილაპარაკოს ხაზარაძემ, ანაკლიასთან მიმართებაში სახელმწიფო 100 %-იანი მართალია

Nusagi

საქართველოს ყოფილიპრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტი გააფუჭა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძესთან და ბიზნესჯგუფთან, რომელიც ამ პროექტს ახორციელებდა, სახელმწიფო 100 პროცენტით მართალია.

“რაც არ უნდა ილაპარაკოს ხაზარაძემ, ანაკლიასთან მიმართებაში სახელმწიფო იმდენად მართალია ამ ბიზნეს ჯგუფის წინაშე, 100 %-იანი მართალია.

ვიღაცის ზეწოლებზე და კორუფციებზე საუბრის მაგივრად… მეგობრებო, ჩვენი ვალდებულებების შესრულება უნდა ვისწავლოთ. ეს ვალდებულება უნდა შევასრულოთ.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტს იყენებს პოლიტიკურად, რაც არ არის სწორი. თავიდანვე ეს არ იყო სწორი.

მე გულწრფელად მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის, სტრატეგიული მნიშვნელობის პორტის ამ ქვეყნისთვის გააფუჭა. რაღაცა დროით, მადლობა ღმერთს, რომ სამუდამოდ არა.

სახელმწიფომ 10-ჯერ გადაუვადა მამუკა ხაზარაძეს პირობები, სხვადასხვა სახის, ფინანსური 4-ჯერ თუ კიდევ მეტჯერ

.მეტსაც გეტყვით, მე პირად ვცდილობდი საერთაშორისო დონეზე, ყველა შეხვედრაზე როგორმე მაგ პროექტის ლობირება გაგვეკეთებინა, რომ ბოლომდე გაგვეთრია. იმიტომ რომ ვიცოდით, ეს პროექტი რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიულად ქვეყნისთვის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: