პოლიტიკა

სააკაშვილმა ახლა რომ გითხრათ, გამოდითო, გახვალთ?

Nusagi

“მთელი დღე რაც აქ მაცოფებდა, იყო წყლის ნაყვა, რითაც ვიყავით დაკავებულები. შევთანხმდებით ამნისტიაზე, ისევ თქვენთვის არის კარგი ეს ამნისტია, თორემ მე კი არ ვიჯექი ციხეში და ჩემთვის კი არ არის ეს კანონი მოგონილი. თუ რამე შესაჯერებელია შევაჯეროთ, თუ არა და ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, ორი ხმით არც არაფერი გადაწყდება, მაგრამ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ”.,-ასე მიმართა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს :

“შეთანხმებას ხელი არ მოაწერეთ. არადა, ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი გამოვიდა და სხვა, ვის გამოშვებასაც ასევე ითხოვდით, გიორგი რურუაც. კრიზისი განიმუხტა, პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყო. ამ შეთანხმების გზით გაგეხსნათ გზა, რომ თქვენც შემოსულიყავით. კარგი, არ აწერთ, ამნისტიაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ იქ წერია, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ, რომ არჩევნების დღის საღამოს და მეორე დღეს ბოიკოტს არ ვიძახდეთ და ახალ თამარ ჟვანიას არ ვასახელებდეთ. ეს წერია იმ დოკუმენტში, მართლმსაჯულების რეფორმა წერია, მურუსიძე ერთმა მოიყვანეთ და მეორემ დატოვეთ… მურუსიძეს რომ არ იძახდეთ და ნდობასთან იყოს სასამართლო ასოცირებული, ის წერია დოკუმენტში. საარჩევნო რეფორმას ხელს აწერთ, მართლმსაჯულების რეფომას ხელს არ აწერთ, თქვენი ლიდერები გამოვიდნენ ციხიდან ამ შეთანხმების შედეგად და აქ რისთვის შემოხვედით? ეს კითხვა მქონდა, მაგრამ აკო მინაშვილმა უკვე თქვა, ოთხი თვე გვაქვს საიმისოდ, რომ ყველაფერი ამოვატრიალოთ და რიგგარეშე დავნიშნოთო. მე აქ ვარ შემოსული რომ ხალხს ვემსახურო. ამისთვის ვარ შემოსული და არა იმისთვის, რომ აქ სიტუაცია ავურიო და არა იმისთვის, რომ რაღაცეები დავანიშნინო ან არ დავანიშნინო. ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური. თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ ზიხართ, რას აკეთებთ აქ? ბოლო კითხვა ეს არის: სააკაშვილმა ახლა რომ გითხრათ, გამოდითო, გახვალთ? სანამ იმან არ გითხრათ და მწვანე შუქი არ აგინთოთ, მანამდე რომ ფეხს ვერ დგამდით, ყველას რომ შეურაცხყოფას აყენებდით, იმ ხალხსაც, ვისთანაც თვეობით მაგიდაზე ისხედით რომ დერეფნებს უწყობდით და მონებს ეძახდით, ახლა შემოხვედით და ვითომ არაფერი მომხდარა. მთელი დღე რაც აქ მაცოფებდა იყო წყლის ნაყვა, რითაც ვიყავით დაკავებულები. შევთანხმდებით ამნისტიაზე, ისევ თქვენთვის არის კარგი ეს ამნისტია, თორემ მე კი არ ვიჯექი ციხეში და ჩემთვის კი არ არის მოგონილი ეს კანონი მოგონილი. თუ რამე შესაჯერებელია შევაჯეროთ, თუ არა და ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, ორი ხმით არც არაფერი გადაწყდება, მაგრამ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,957 ნახვა
%d bloggers like this: