პოლიტიკა

20 ივნისს, აქციის დაშლასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ ჰქონია

Nusagi

ყოფილი პრემიერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამესთან კავშირი არ ჰქონია ბიძინა ივანიშვილს.

მისივე თქმით, ივანიშვილისგან არცერთ პოზიციაზე შეზღუდვა არ ჰქონია.

„2019 წლის 20 ივნისს ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. ბიძინა ივანიშვილი იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე. არცერთ შემთხვევაში მე არანაირი შეზღუდვა არ მქონია არც შინაგან საქმეთა მინისტრის და არც ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე. არც ყოფილა შემთხვევა, რომ პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩარეულიყო. მე მქონდა ამის შესაძლებლობა“, – თქვა პარტია „საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ.

წამყვანის შეკითხვაზე, 20 ივნისის დარბევა ბიძინა ივანიშვილის გარეშე იყო? გახარია პასუხობს: – „რა თქმა უნდა, ასე იყო”.

– ბიძინამ გაიღვიძა დილით და აღმოაჩინა, რომ დარბეული იყო?“

– დიახ,მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ჩემი ოპონენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება, მეორე – არის პარლამენტში და შექმნან საგამოძიებო კომისია. ეს არ არის ჩემთვის პრობლემა“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,980 ნახვა
%d bloggers like this: