პოლიტიკა

20 ივნისს უმრავლესობის ყველა ლიდერი პარლამენტში ვიმყოფებოდით და გახარიას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება

Nusagi

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  20 ივნისის მოვლენების დროს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პარლამენტში არ იმყოფებოდნენ.

“საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გვიან ღამემდე, სანამ აქცია დასრულდა, პარლამენტში ვიმყოფებოდით. მე პირადად მახსოვს, რომ უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი პარლამენტში გახლდათ. მათ შორის გახარიასთანაც შენობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა. როდესაც რამე სჭირდებოდა, მე ჩემს ადგილას ვიმყოფებოდი. როდესაც უკვე აქცია აგრესიულ ფორმებში გადავიდა და პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა დაიწყო, გამთენიამდე პარლამენტში ვიყავით, შესაბამისად, ეს განცხადება, რაც გააკეთა, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება. მეც, პირადად, ჩემს სამუშაო ადგილზე გახლდით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,559 ნახვა
%d bloggers like this: