პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი-ანაკლიის პორტისთვის პოლიტიკური შლეიფის მიცემით, ხაზარაძე სახელმწიფოს მილიარდ დოლარს სთხოვს

Nusagi

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის თქმით, ანაკლიის პორტისთვის პოლიტიკური შლეიფის მიცემით, მამუკა ხაზარაძე სახელმწიფოს 1 მილიარდ დოლარს სთხოვს.

“ანაკლიის პროექტის პოლიტიკური შლეიფი, რომელიც აბსოლუტურად ეფუძნება სრულიად არალეგიტიმურ ფაქტებს. მისი განუხორციელებლობა 2017 წლის 15 აგვისტოს შემდეგ არის, რა თქმა უნდა, ინვესტორის პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ თითოეულ გადაცილებულ დღეზე შეეძლო სახელმწიფოს ამ ხელშეკრულების გაწყვეტა.

პოლიტიკური შლეიფის გაკეთება ანაკლიის პორტისთვის იცით რას ემსახურება რეალურად? – ხაზარაძის და კონსორციუმის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებულ არბიტრაჟს, რომლითაც ხაზარაძე სახელმწიფოს სთხოვს დაკარგული, არმიუღებელი, თუ სხვა კატეგორიის შემოსავლების ანაზღაურებას ერთი მილიარდი დოლარის მოცულობით, საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტში გადახდილი ფულიდან,” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: