რელიგია

მეუფე სპირიდონი – ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე

Nusagi

ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ცნობიერებას უცვლიან , – ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ის გამოეხმაურა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს.

„მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული, როცა რამდენიმე დღის იყო. დედა ეკლესიამ გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლებდა არაფერი. არც ჩაცმა, არც დახურვა, არც კვება. უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. შემდეგ დედა ეკლესიამ სკოლა დაასრულებინა და შემდეგ უნივერსიტეტში მაოწყო, მისცა იმდენი სწავლა-განათლება, რომ მოეწყო უნივერსიტეტში საპატრიარქოს უნივერსიტეტში. გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვბი, რაც შეუცვალა გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე, ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამთთან მოლაპარაკებები ჰქონდა. საოცარია, გაოცებული ვართ და ძალიან შეწუხებული“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ ერი ფეხზე უნდა დადგეს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები ისეთი თაობების შექმნას აპირებენ, რაც საშიშია.

„ამიტომ, ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა, არასამთავრობოების და ამ ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ასე უცვლიან ცნობიერებას,მათ ცნობიერებას ფორმატირებას უკეთებენ. რა გამოდის, რომ ბავშვმა ყველაფერი მიიღო, ეკლესიამ ყველაფერი მისცა ბავშვს და შეუტრიალდა ეკლესიას ჩივილი დაუწყო და მტრად გაუხდა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი გამოთქმა: დედას დავარხრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამასო. როგორც ჩანს, ასეთი თაობის შექმნას აპირებენ ისინი, ეს საზოგადოებები აპირებენ ასეთი თაობების შექმნას, ეს ძალიან საშიშია. ერი ფეხზე უნდა დადგეს, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს,რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,670 ნახვა
%d bloggers like this: