პოლიტიკა

ომი არავისთან გვაქვს, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია

Nusagi

“ომი არავისთან გვაქვს, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია”, – ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონის განცხადებას შეეხებოდა.

მისი თქმით, ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია არის მოლაპარაკებები.

„ომი არავისთან გვაქვს, ეს ლიეტუვის ცალკეული სეიმის წევრის სიტყვაა და ყველას აქვს თავისი აზრი, ეს არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია. მინდა, გითხრათ, რომ ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია არის მოლაპარაკებები. ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ გახლდათ ევროკავშირის ჩართულობა, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ასევე უნდა განხორციელდეს. სწორედ ეს არის, პირველ ყოვლისა, ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია. მთავარი არის მოლაპარაკება“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც რუსმა პრანკერებმა გაავრცელეს, ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე, ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ახლა აქვს „თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,984 ნახვა
%d bloggers like this: