სამართალი

სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მკვლელობისა და რეკეტის ფაქტზე რწმუნებულის მეუღლე დააკავეს

Nusagi

სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს.

თბილისი-ლენტეხის მიკროავტობუსის მძღოლი განსაკუთრებული სისასტიკით კვირას მოკლეს. მამაკაცს რეისების შესრულებისთვის ფულს სძალავდნენ, კონფლიქტიც სავარაუდოდ, ხარკის გადაუხდელობის გამო მოხდა.

სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლის დაკავებას ადასტურებს ლენტეხის მერიც. მერის თქმით, მას ამის შესახებ თავად რწმუნებულმა, ანა ჩანქსელიანმა შეატყობინა. შსს დაკავებულების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ლენტეხის მერის თქმით, კი, ანა ჩანქსელიანი აგრძელებს მუშაობას, მისივე თქმით, ეს არის შესანიშნავი თანამშრომელი და შესანიშნავი ოჯახი. რაც შეეხება მძღოლის მკვლელობას, მერის თქმით, ეს არის სამარცხვინო ფაქტი მთელი სოფლისთვის. 

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირი ძებნაშია. რა კავშირი ჰქონდა ამ ფაქტთან ჩანქსელიანის მეუღლეს, ამის შესახებ შსს ინფორმაციას არ ავრცელებს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: