სამართალი

“ტყვლიპე”, “პუპუშა”, “ბონძღი”, “გიბონა” და სხვები – ვინ არიან სპეცოპერაციისას დაკავებულები

Nusagi

მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, თელავსა და ქუთაისში. სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის, მიმართვისა და მხარდაჭერისთვის კრიმინალური სამყაროს წევრები და ის ბიზნესმენები დააკავეს, რომლებმაც ბიზნესდავის გამო, ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს.

დაკავებულების გარდა ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მეტსახელად “გლეხოვიჩს”.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული ვიდეო ჩანაწერებიც, რომელიც ასახავს, თუ როგორ არჩევდნენ ბიზნეს დავას ე.წ. კანონიერი ქურდები. მასალა მოიცავს სატელეფონო საუბრებსაც, თუ როგორ იგეგმებოდა და იმართებოდა ქურდული შეკრებები.

ბიზნეს დავა, რომელიც კრიმინალურ გარჩევაში გადაიზარდა, უკავშირდება ტრაქტორების ბიზნესს. როგორც ირკვევა, სამ პარტნიორს საქართველოში ტრაქტორები შემოჰყავდა, ხდებოდა მათი აწყობა და გაყიდვა. რა დროსაც მეწილეებს შორის უთანხმოება გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეკრება სოფელ დიღომში შედგა. სოფელ დიღომში, ამავე მისამართზე ცხოვრობს ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი მიგინეიშვილი. თუმცა მისი ოჯახის წევრები უარყოფენ, რომ 16 აპრილს ქურდული გარჩევა სწორედ მათ საცხოვრებელ სახლში შედგა.  

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ის მევლუდ მახარობლიძეა, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის და საქმის მთავარი ფიგურანტის, ზაალ მახარობლიძის, იგივე “გლეხოვიჩის” შვილია.  

“რაღაც დაწესებულება ჰქონდა, ტრაქტორებს ყიდულობდა, ესენი აწყობდნენ, ნაწილებს შლიდნენ, მერე ტენდერი ჯართში მოუგია და ესენი წილში გაიყვანა, მაგრამ ამავდროულად, წილში არაფერი არ შეხვდათ ამათ. ის ტეხავდა ყველაფერს. ახალ წელს ჩამოვიდა და ლარიანი არ ჰქონდა. უთხრა რომ გადმოგირიცხავ ფულსო, მაგრამ არაფერი გადმოურიცხია. მე ვეხვეწებოდი რომ ფული მოეთხოვა, მაგრამ ეს არ ითხოვდა. ბოლოს შეაწუხეს, ჩამოდი დაესწარი საუბარსო. ის ქურდები რომ ჩარიეს. იმ ბიჭმაც რა ქნას, ცოლ-შვილი ყავს და ფულს არ აძლევდა და ჩარიეს ქურდები. ჩემი ქმარი ჩავიდა, უბრალოდ დაესწრო. ერთი ვიცი, რომ ჩემი ქმარი უდანაშაულოა, იმიტომ რომ ჩემ ქმარს ჩაქნეული ჰქონდა ფულზე ხელი,“ – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,003 ნახვა
%d bloggers like this: