რელიგია

პატრიარქი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

Nusagi

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ფილიპ რიკერი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბ-ნ ფილიპ რიკერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამერიკის პრეზიდენტის ბატონი ჯო ბაიდენის მოკითხვა გადასცა. სტუმარმა აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოსთვის და ასევე ისაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმარი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა მონუმენტისა და ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ძალიან ამაყია ამით. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, – განაცხადა რიკერმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,833 ნახვა
%d bloggers like this: