სოციალური ქსელები და მედია

როგორ გახდა პანდემიის დროს უსამსახუროდ დარჩენილი მუშა მსოფლიოში ცნობილი ტიკ-ტოკერი

Nusagi

2020 წლის მარტში, პანდემიის პირველ დღეებში იტალიის ქალაქ კივასოს ქარხნის ახალგაზრდა მუშა უსამსახუროდ დარჩა. ის ოჯახის კუთვნილ პატარა ბინაში კარანტინის გამო გამოიკეტა და მიუხედავად მამის მოწოდებისა, რომ ეზრუნა ახალი სამუშაოს მოსაძებნად, ტიკ-ტოკისთვის პატარა ვიდეოების ჩაწერა დაიწყო Khaby Lame-ს სახელით. ცოტა ხანში კი, მსოფლიოში ცნობილი ბლოგერი გახდა. მის შესახებ The New York Times წერს.

21 წლის ლამე იყენებს ვირუსულ და ხშირად, აბსურდულ ვიდეოებს და საკუთარი, განსაკუთრებულ მანერით, მიმიკებითა და ჟესტებით დასცინის, თან პრობლემის მოგვარებას სთავაზობს. თითქმის ყოველთვის, აქცენტს აკეთებს გაშლილი ხელებით, თითქოს ამბობს „ვუალა“, თავს აქნევს და თვალებს ატრიალებს.

მისი ადრეული ვიდეოები იტალიურ ენაზე იყო, მაგრამ ნამდვილი წარმატება მას უსიტყვო კლიპებმა მოუტანა, ახლა მას 69,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. თუ ამ სისწრაფით გააგრძელებს გამომწერთა შეგროვებას, მალე პლატფორმის ყველაზე წარმატებული ავტორი გახდება.  ამ დროისთვის პირველობა 17 წლის ჩარლი დამელიოს ეკუთვნის, რომელსაც უკვე 116 მილიონი გამომწერი ჰყავს. 

„ჩემი გამომეტყველება ხალხს ამხიარულებს“,-ამბობს ლამე და აღნიშნავს, რომ მისი მიმიკა- ეს „გლობალური ენაა“.

სოციალურ ქსელში ლამეს საოცარი პოპულარობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მის ნამუშევრებს არ აქვს ფუფუნების და სრულყოფილების პრეტენზია, ისეთი, როგორც ტიკ-ტოკის ბევრ ვარსკვლავს, რომელთა დიდი ნაწილი ჰოლივუდის პროფესიონალებთან მუშაობს ვიდეოების შესაქმნელად. ლამემ წარმატებას მიაღწია გამომწერების ყიდვისა და რეკლამების გარეშე. მისი არხის ზრდა მთლიანად ორგანულია. 

ლამეს წარმატების საიდუმლო მის უნივერსალობაშია, ის სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია.

„შეიძლება ითქვას, რომ მისი კონტენტი დასცინის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ტენდენციებს, ლაიფჰაკებსა და სხვა მსგავს მოვლენებს,-ამბობს The Publish Press-ის დამფუძნებელი . მისი თქმით, ხალხს მოწონს, რომ ვიღაც ზედმეტად არ ცდილობს თავის გამოჩენას და ეს გაცილებით რეალური და ნამდვილია.

40 დღის წინ, როდესაც ლამეს 10 მილიონი გამომწერი შეუგროვდა, ის მიხვდა, რომ საქმე კარგად მიდიოდა. ახლა მას 69 მილიონი გამომწერი ყავს, რაც უკვე ნიშნავს, რომ ეს მისი მუდმივი სამსახური გახდა.

ტიკ-ტოკზე ლამეს უეცარ აღმავლობამ მისი სუსტი მხარეც გამოავლინა- იტალიის მოქალაქეობის არ ქონა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან იტალიაში ცხოვრობს, იტალიური სკოლა დაამთავრა და „იუვენტუსის“ მგზნებარე მხარდამჭერია, მას მხოლოდ სენეგალის პასპორტი აქვს და დღემდე ბიუროკრატიასთან უწევს გამკლავება. 

„მე არ ვარ მერი, მე არავინ ვარ და ვერაფერს გავხდი,-ამბობს ლამე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელთა უმრავლესობას 60 მილიონამდე მხარდამჭერი არ ჰყავს. 

„თუმცა, იქნებ, პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჩემი საქმეც მოგვარდეს“,-ამბობს ლამე. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,771 ნახვა
%d bloggers like this: