პოსტები სოციალური ქსელიდან

რუსეთის პირველმა არხმა პრაკტიკულად სატელევიზიო ბადე გააუქმა და მგონი, ჩვენს მაგივრადაც იგლოვა გენიოსი გაბრიაძე

Nusagi

ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მირეჯიბი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართულ ტელევიზებს საყვედურობს.

„ისევ ჩავ#### ბატონებო! რუსებმაც კი გვაჯობეს! რა ჯიშის ხართ მამაძაღლებო? რა დღეში ჩაგყარათ შურმა, ბოღმამ, და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილმა? რეზო გაბრიაძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ერთი ადამიანური ინტერვიუც კი არ ჩაგიწერიათ მასთან! რუსეთის პირველმა არხმა პრაკტიკულად სატელევიზიო ბადე გააუქმა და მთელი დღის განმავლობაში ატრიალა რეზო გაბრიაძის ინტერვიუები. თუ, რამე ინტერვიუ და ფილმები ჰქონდათ ჩაწერილი რუსულ არხებს ბატონ რეზო გაბრიაძესთან , ყველა აჩვენა და მგონი ჩვენს მაგივრადაც იგლოვა გენიოსი გაბრიაძე.

რამოდენიმე რუსეთის ქალაქში ბატონ რეზოს პანაშვიდი გადაუხადეს. პეტერბურგში, კიევში, მოსკოვში და ა.შ. ჩვეულებრივი, ცოცხალი პანაშვიდები მიმდინარეობდა რუსეთის თეატრებსა თუ კინოსახლებში.. რევანშმა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილმა სულ დაგავიწყათ კულტურა, სიყვარული, ხელოვნება. მაყურებელი დაიღალა ტელე ეთერებიდან სხვადასხვა უნიჭო დემაგოგი პოლიტიკოსების გაუთავებელი კინკლაობის ყურებით. ისე, რატომ უნდა მიკვირდეს თქვენი ამგვარი საქციელი? .გადახედეთ თქვნი ტელევიზიების მეპატრონეებს და მიხვდებით თუ რა ჭუჭყში ხართ! ყარხართ და არ იმჩნევთ!,-წერს სოციალურ ქსელში ლაშა ამირეჯიბი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,028 ნახვა
%d bloggers like this: