პოლიტიკა

გოგი წულაია: დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ

Nusagi

„ახალი ქრისტიან დემოკრატების” პოლიტსაბჭო გლდანის ციხესთან, პარტიის თავმჯდომარედ გოგი წულაიას წარადგენს.

ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი “მთავარს” გლდანის ციხიდან ესაუბრა და განაცხადა, რომ აქტიურად იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილისა და პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

“ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ივანიშვილის ბატონობა ამ ქვეყანაზე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს პატიმრები ივანიშვილის სახელით და ქართულმა ოცნებამ 43%-ზე ნაკლები აიღოს. ვიქნები აქტიური და მჯერა, რომ ციხიდან უფრო შევძლებ მეტი ხმების აღებას, ვიდრე გარეთ…დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ და მივაღწევ შედეგებს”, – განაცხადა გოგი წულაიამ “მთავართან” სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: