პოლიტიკა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები გლობალურ ანტიპანდემიურ სამოქმედო გეგმას წარადგენენ

Nusagi

კორნუოლში შეკრებილი „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დღეს, სამიტის მეორე დღეს, სპეციალურ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ, რომლის მიზანია, მომავალში მოსახლეობამ და ეკონომიკამ აღარასდროს განიცადოს ის გამანადგურებელი შედეგები, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ გამოიწვია.

დეკლარაცია მოიცავს შემდეგი ზომების გატარებას: ვაქცინების, მკურნალობისა და დიაგნოზების შემუშავებისა და ლიცენზირებისთვის საჭირო დროის 100 დღემდე შემცირებას, გლობალური სამეთვალყურეო ქსელებისა და გენომური თანმიმდევრობის შესაძლებლობების გაძლიერებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირებისა და გაძლიერების ხელშეწყობას.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც სამდღიან შეკრებას მასპინძლობს, განაცხადა, რომ მსოფლიომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომები, რაც ბოლო გლობალური რეცესიის დროს დაუშვა, როდესაც საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში ეკონომიკური გაჯანსაღება არათანაბარი იყო და პანდემიის შემდგომ გაჯანსაღების პროცესი უფრო თანაბარი უნდა იყოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,443 ნახვა
%d bloggers like this: