საზოგადოება

მეუფე რომ მოდიოდა, სულ ფეხსაცმელზე ვუყურებდი, რადგან დახეული ეცვა და ჩვენ გვეკითხებოდა, ხომ არაფერი გვაკლდა

Nusagi

ეს ბრალდებები, რაც ახლა მესმის, ძალიან არ მომწონს, რადგან მეც იქ ვიზრდებოდი და ერთმანეთთან ურთიერთობა გვქონდა, როგორც ოჯახის წევრებს,-ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილმა ბენეფიციარმა ტელეკომპანია „ობიექტივთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს აღსაზრდელებს გარე სამყაროსთან შეხება არ ჰქონდათ.

„მეუფე როდესაც ჩვენთან შემოდიოდა, მახსოვს, სულ ფეხესაცმელზე ვუყურებდი ხოლმე, რადგან დახეული ეცვა და ჩვენ გვეკითხებოდა, ხომ გაქვთ ბავშვებოო. რთული დრო იყო მაშინ, 200 ბავშვი ებარა და თვითონ ვერ ახერხებდა თავისთვის ფეხსაცმლის ყიდვას. ბრალდება, რომელიც ძალადობას ეხება, აბსურდულია, რადგან ნახსენები „კაჩეგარია“ ისეთ ადგილზეა, ერთი წუთი არ არის, რომ ვინმემ არ გაიაროს. იქ ვთამაშობდით ტენისს, იდგა საფეხბურთო მაგიდა და ა.შ. ჩვენ ასევე დავდიოდით სკოლაში, გავდიოდით პარკში, მთებში, პიკნიკებს ვაკეთებდით აღმზრდელებთან ერთად, ფეხბურთს ვთამაშობდით სომხებთან, სხვა ეროვნების ადამიანებთან, გავდიოდით მონასტერში, ექსკურსიებზე და გვქონდა შეხება გარე სივრცესთან, ჩაკეტილი არ ვყოფილვართ“,-აგანაცხადა მან.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: