ეკონომიკა

მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე

Nusagi

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებითაც, რაზეც პოზიტიური მოლოდინი არსებობს.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხები უნდა განიხილებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა, რომელიც საზოგადოებასა და გარკვეულ ჯგუფებს აწუხებს. მზად ვართ, ეს საკითხები დეტალურად განვიხილოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს და ეს არის ობიექტი, რომელიც დასაყრდენი იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის.

„ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ გვინდა, რომ ეს ყველა დაინტერესებულმა მხარემ ნახოს. რაც შეეხება ხელშეკრულებას და იმ ნაწილს, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,784 ნახვა
%d bloggers like this: