სამართალი

დეპუტატის დაკავება-დაპატიმრებაზე, საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება

Nusagi

დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება.

ასეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმის 90-მდე გაზრდას პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილბების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ბიუროს ინიცირებისათვის 14 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, “პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: