საზოგადოება

კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული 3 პირის მდგომარეობა მძიმეა

Nusagi

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება,-ამის შესახებ “ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკის რეანიმატოლოგმა, ალექსანდრე მხარგრძელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არცერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.

“ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. საკმაოდ რთული ოპერაციაა. გრძელდება პაციენტების ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. 4-ვე მათგანი კონტაქტურია”, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

შეგახსენებთ, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,926 ნახვა
%d bloggers like this: