უცხოური მედია

მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის ავტომობილებს გაათამაშებენ

Nusagi

მოსკოვის ხელმძღვანელობამ ვაქცინაციის სტიმულირებისთვის პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ორჯერადად აცრილებს შორის ავტომობილებს გაათამაშებენ. ამის შესახებ 13 ივნისს რუსეთის დედაქალაქის მერის სერგეი სობიანინის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს გადაცილებულ, აცრილ ადამიანებს. ავტომობილები კვირაში ერთხელ გათამაშდება. შედეგებს ტელევიზიით გამოაცხადებენ. 

კვირაში ერთხელ 5 ავტომობილი გათამაშდება, თითოეულის ფასი 14 000 დოლარი იქნება. ავტომობილების მარკა ცნობილი არ არის. 

მერი აცხადებს, რომ მოსკოვში უკვე მოქმედებს 60 წელს გადაცილებული, ვაქცინირებული ადამიანების სტიმულირების პროგრამა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პროდუქტების შესაძენად განკუთვნილ სერტიფიკატებს. 

მოსკოვის განაპირას მდებარე დასახლებაშიც გადაწყვიტეს ვაქცინირებულთა სტიმულირება. იქ სამოთახიან ბინას გაათამაშებენ. 

მაისის ბოლოს სობიანინმა მოსკოველები გააკრიტიკა. მისი თქმით, დედაქალაქში ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქალაქში. 

„ისევ ავადდებიან და ისევ კვდებიან ადამიანები, თუმცა აცრა არ უნდათ“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: