პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი- ბევრმა ქართულმა პარტიამ ეს ამბავი აბუჩად აიგდო, მე კი ვიტყვი: გუშინ ქართული სახელმწიფო ღირსეულად გამოჩნდა!

Nusagi

ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკას, პარტიებს და პოლიტიკოსებს ჩემი ღრმა რწმენით აკლიათ (გვაკლია) სახელმწიფოს განცდა. პოლიტიკური პარტიები ყველა მოვლენას ძირითადად უყურებენ ვიწროპარტიული დურბინდებიდან და თუ მათი გაკეთებული საქმე არაა მზად არიან ყველაფერს დასცინონ, აბუჩად აიგდონ და მასზე ზიზღით ილაპარაკონ,-ამის შესახებ პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სომეხი ტყვეების გათავისუფლებამ ქართული სახელმწიფო ძლიერად წარმოაჩინა, თუმცა ამაზეც კი, ბევრმა დაცინვით ისაუბრა.

„პოლიტიკური მეტოქის გაკეთებული ისეთი საქმეზეც კი რომელიც ქართულ სახელმწიფოს ძლიერად წარმოაჩენს. აი, ასეთი ამბავი მოხდა გუშინ და ასეთ ამბავზეც კი ბევრმა დაცინვით ილაპარაკა. გუშინ საქართველოს შუამავლობით ძალიან სერიოზული რამ მოხდა – აზერბაიჯანმა აღდამის რაიონის დანაღმული რუკების გადაცემის ნაცვლად 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა და ტყვეები სომხეთში აზერბაიჯანიდან ჩვენი ქვეყნის გავლით ჩავიდნენ.

ბევრმა ქართულმა პარტიამ ეს ამბავი აბუჩად აიგდო. მე კიდე არავის და არაფრის მერიდება და ვიტყვი: გუშინ ქართული სახელმწიფო ღირსეულად გამოჩნდა! არასოდეს დამინდია ღარიბაშვილი, ვაკრიტიკებდი და როცა საჭიროდ ჩავთვლი ისევ დაუნდობლად გავაკრიტიკებ მაგრამ გუშინდელი ძალისხმევისთვის ყოჩაღ ღარიბაშვილო! გუშინ ვიამაყე რომ საქართველოს მოქალაქე ვარ! რა თქმა უნდა უფრო ამაყი ვიქნები როცა ჩემი სახელმწიფო გაათავისუფლებს ზაზა გახელაძეს, ირაკლი ბებუას. როდესაც ჩემი სახელმწიფო საკადრისად დასჯის არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელებს – ამ დღეს ველი და ამ დღეს შევნატრი. მაგრამ გუშინ ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და მე ეს მაგრად მომეწონა. აი, ეგეთი ხალხი ვართ ჩვენ – პარტია მოქალაქეები – რაც მოგვწონს იმას ხმამაღლა ვამბობთ, რაც არა არავის დავერიდებით! ჩვენ ვცვლით აქამდე დამკვიდრებულ ფარისევლურ პოლიტიკურ წესებს და რაც მთავარია ჩვენ გვეამაყება საქართველო!“,-წერს ელისაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,522 ნახვა
%d bloggers like this: