პოლიტიკა

გიორგი გახარია : დღეს “პარტია “საქართველოსთვის” უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა

Nusagi

“პარტია “საქართველოსთვის” უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩვენ, თბილისის ოფისის შემდგომ, პირველი რეგიონალური ოფისი გავხსენით და ეს აჭარაში, ბათუმში გახლავთ”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოს წარმატება თბილისის, ბათუმისა და კიდევ სხვა ქალაქების წარმატებით განისაზღვრება.

„მინდა წარმატება ვუსურვო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩაიბარეს ბათუმის და აჭარის ოფისები. ნებისმიერი საკითხი იქნება მიღებული კოლეგიალურად. ჩვეთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა“,-განაცხადა გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, ხოლო ის, რაც ვერ გაკეთდა, სურს ახლა უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს.

„ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად „ოცნების ქალაქი“, რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება. ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის ის, რატომაც ჩვენ აქ ვდგავართ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გაკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ ელემენტარული მიზეზის გამო, ის, რაც ვერ გავაკეთეთ, (ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ) არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგბლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“,-განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: