მედიცინა

ვაქცინაცია ამცირებს გარდაცვლილთა რაოდენობას, სასიკვდილო, მძიმე ფორმებსა და რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევებს

Nusagi

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, მიაჩნიათ, რომ პანდემიის დამარცხებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამ დროისთვის ორჯერადად მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტია აცრილი.

„ჯერ, მესამე ტალღა მთლიანად არაა დაძლეული. ის, რომ, ბოლო პერიოდში, საქართველოში სიკვდილიანობა შედარებით მაღალია, განპირობებულია სწორედ იმით, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, ვაქცინაციის კარგი ტემპი აიკრიფა, დაახლოებით, მოსახლეობის 7% გვყავს ვაქცინირებული. ვაქცინაცია, პირველ რიგში, ამცირებს სწორედ გარდაცვლილთა რაოდენობას, სასიკვდილო, მძიმე ფორმებსა და რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევებს. დღეში 15-16 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს“, – აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,784 ნახვა
%d bloggers like this: