პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციის გარეშე

Nusagi

ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვა, – ამის შესახებ „ლელო­ საქართველოსთვის” ლიდერმა განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა, შეიქმნება მესამე ძალა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციის გარეშე. აუცილებლად შეიქმნება მესამე ძალა და ჩვენ ამის ლიდერობაში ვიქნებით, გარწმუნებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დამარცხდეს ერთპარტიული მმართველობა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 43 პროცენტი არ უნდა გაატანო.

„როგორ უნდა დამარცხდეს ერთპარტიული ამბავი. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს ერთი ძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაანაცვლოს. ამიტომ, შუაში უნდა იყოს ის ძალა, რომელიც არ მისცემს საშუალებას ცუდი რაღაცების კეთების ამ ქვეყანაში. მაქამდე რომ მიხვიდე, 43 პროცენტი არ გაატანო და ამ ქვეყანაში დაანიშნინო რიგგარეშე არჩევნები, შემდეგ კი ამომრჩეველს ჰკითხო, რა უნდა მას.

დღეს ამოცანაა, რომ ერთმმართველობა დავასრულოთ და მეორე ერთმმართველობა არ მივიღოთ. შუაში უნდა გაჩნდეს ის ძალა, რომელიც არ მისცემს იმის საშუალებას, რაც ვნახეთ ამ ცხრა წელს და წინა ცხრა წელს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თუ 43 – პროცენტიანი რეფერენდუმი არ იქნება გატანებული „ქართულ ოცნებაზე“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: