უცხოური მედია

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“- იენს სტოლტენბერგი

Nusagi

ბრიუსელში 14 ივნისს ნატოს სამიტი იწყება, აღნიშნულ სამიტზე მონაწილეობას ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. შეხვედრაზე მხარეები „ნატო 2030 წლის“ ახალ მიზნებზე, ალიანსის გაფართოებაზე, მსოფლიოში არსებულ ეპიდემიაზე, ვაქცინაციის პროგრამასა და პრორუსულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ალიანსის ახალი ეტაპის დასაწყისია.

„ვიმსჯელებთ ნატო 2030 წლის ახალ მიზნებზე, ძალების მოდერნიზაციაზე, კოლექტიურ თავდაცვაზე, კლიმატის დაცვაზე პარტნიორებთან დაახლოებასა და მათ ხელშეწყობაზე

ლიდერების განხილვის ერთ-ერთი მთავარი მთავარი თემა რუსეთის მოქმედებებიც იქნება. ჩვენ ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს რუსეთის აგრესიული ქმედებებით არის გამოწვეული, რომელსაც ის მეზობელი ქვეყნების საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს. გარდა ამისა, სერიოზული საფრთხეა ადამიანის მოწამვლა და კიბერშეტევები.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აშშ-ს პრეზიდენტისა და ვლადიმერ პუტინის მომავალი შეხვედრის შესახებაც ვისაუბრებთ“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: