პოლიტიკა

20 ივნისს გახარიას ბაქოდან დავურეკე, მან მითხრა, რომ ვერ ახერხებდა პარლამენტის შენობის დაცვას

Nusagi

გახარიასგან მარტივ კითხვაზე ვერ მივიღეთ პასუხი, თუ რაში სჭირდებოდა 2-3 დღე. მან ამ კითხვას გვერდი აუარა, რადგან ამაზე პასუხი არ არსებობს. როცა არ გაქვს პასუხი, ბუნებრივია, ეჭვები არის მძაფრი,-ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას გადადგომის მოტივი, სავარაუდოდ, უფრო მერკანტილური იყო.

„ამას ემატება ეჭვები დაფინანსებასთან დაკავშირებით. ასევე წარსულში განხორციელებული გარკვეული ქმედებები. რაც ამყარებს ეჭვს, რომ ის გავლენის ქვეშ იყო“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 20 ივნისის ოპერაცია იყო გაუგებრად დაგეგმილი.

„ამაზე კონსულტაციაც მაქვს გავლილი. რატომ იდგა შს-ს სპეცრაზმი ჭიშკრის გარეთ და არა შიგნით. ეს მისი მიღებული გადაწყვეტილება იყო. და რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი…  საბოლოოდ, ტყვიები იყო იძულება, რომ შტურმის მოგერიება მომხდარიყო. ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, რადგან ადამიანების რაოდენობა არ იყო ბევრი. სპეცრაზმი უნდა ყოფილიყო ჭიშკრის შიგნით და უნდა გამოყენებულიყო რბილი ძალა. შესაძლოა, ეს არ იყო შეცდომა. ოპერაციას გეგმავდნენ საბანაძე და გახარია. ასევე ტყუილია, რომ პარლამენტის შენობა დაცლილი იყო დეპუტატებისგან.მე მაშინ ვიყავი ბაქოში, ვრეკავ ბაქოდან და ვეკითხები, რა ხდება. მან მიპასუხა, რომ ვერ ახერხებდა პარლამენტის შენობის დაცვას. მე ვერ ვიმსჯელებ, რა იყო ეს შეცდომა, თუ მიზანმიმართული ქმედება“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შტურმი ნამდვილად იყო, მაგრამ ამ შტურმის მოგერიება შესაძლებელი იყო სხვა მეთოდით.

„შესაძლოა, გახარია გარკვეული გავლენებით მოქმედებდა. რაც კი პრობლემა დაუგროვდა ქართულ ოცნებას 1 წლის განმავლობაში, ყველაფერი უკავშირდება გახარიას. ეს იყო მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა, შემდეგ იყო ბასიანი, პანკისი, აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი ოპერაცია. მან პრაქტიკულად შეურაცხყოფა მიაყენებინა პოლიციისთვის. ყველა პრობლემა უკავშირდებოდა შეცდომით დაგეგმილ ოპერაციებს. ფაქტი სახეზეა, ეს ან უხეში შეცდომები იყო, ან სისხლის სამართლის დანაშაული. 

პირდაპირ გეტყვით, 17 თებერვლამდე მე ეს ყველაფერი მეჩვენებოდა შეცდომად. ასევე გავიხსენებ 2019 წელს, როდესაც ოპოზიციამ ალყა შემოარტყა პარლამენტს, მაშინ გახარიას პოზიცია იყო, რომ პარლამენტს მუშაობა უნდა შეეჩერებინა. ჩვენ გადავლახეთ ეს პოზიცია და პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა ისე, რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, აქცია დაიშალა წყლის ჭავლით“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს, როდესაც შს მინისტრი არის ვახტანგ გომელაური, მსგავსი აქციების დაშლა ხდება ისე, რომ ადამიანებს თმის ღერი არ ვარდებათ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,488 ნახვა
%d bloggers like this: