პოლიტიკა

გიორგი ხოჯევანიშვილი – მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს მომავალშიც ველოდებით, ამ ყველაფერს საქმით ვუპასუხებთ

Nusagi

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა ერთმანეთს ემსგავსება და ამას საზოგადოება აფასებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განუცხადა, რომელიც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წინააღმდეგ ბრძოლა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით მიმდინარეობს.

„ეს ბრძოლა მომავალშიც მოიმატებს და ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების მომსწრე გავხდებით“,-განაცხადა მან.

როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის მიტანა, რომელიც სახელმწიფომ აღკვეთა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, ყოველ დღე უამრავი ადამიანი გვიერთდება. დავიწყეთ, რეგიონული ოფისების გახსნა. გუშინ აჭარაში გავხსენით. იგეგმება სხვა რეგიონებშიც. საზოგადოებას ვესაუბრებით ჩვენს პროგრამაზე. გვესმის, რომ ამ ფონზე მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, როგორმე ზიანი მოგვაყენოს. საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამ საკითხებზე შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე, რადგან თავად უწოდებენ ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას. ეს გუშინ ინტერვიუს დროს მოვისმინეთ. შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია.

„ქართულ ოცნებაში“ იმ ადამიანებს ვუთანაგრძნობ, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და ამ ყველაფრის მოთმენა, გაგებით მოკიდება უწევთ. პირველივე დღეს ვთქვით, რომ ჩვენ მიმართ მსგავსი არაჯანსაღი დამოკიდებულება და შეთქმულების თეორიების გახმოვანება გაგრძელდებოდა, დაიწყებოდა კიდევ უფრო ახალი თეორიების მოგონება. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა კიდეც, რომ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიებია. შესაბამისად, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს მომავალშიც ველოდებით, მაგრამ ამ ყველაფერს საქმით ვუპასუხებთ“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ გიორგი გახარიას მიმართ გახმოვანებული ბრალდებები სამართლებრივი დევნის დაწყებაში გადაიზარდოს, ხოჯევანიშვილი პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია, საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,570 ნახვა
%d bloggers like this: