უცხოური მედია

ისრაელმა გააუქმა პანდემიის გამო მოქმედი ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა

Nusagi

დღეიდან, 15 ივნისიდან ისრაელში სავალდებულო აღარ არის საზოგადოებრივ სივრცეებსა და დაწესებულებებში ნიღბის გამოყენება. ეს იყო კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა.

ამასთან, როგორც გამოცემა Jerusalem Post-ი წერს, აუცრელი პირებისთვის ნიღბით ყოფნა ისევ სავალდებულოა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის, სოციალური მომსახურების და ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ისრაელში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებით უკვე აცრილია მოქალაქეების თითქმის 59%. ინფიცირების ახალი შემთხვევები მინიმუმამდეა დასული. პანდემიის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსული ინფექციით დაავადდა 830 ათასზე მეტი ადამიანი და 6400-ზე მეტი გარდაიცვალა. ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონზე მეტია.

პანდემიის გამო, ისრაელში ისევ მაქიმალურადაა შეზღუდული უცხოეთის ქვეყნებიდან ჩასვლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,627 ნახვა
%d bloggers like this: