ჯანდაცვა

„ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი“ – ამირან გამყრელიძე

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას ყველა სტუდენტი, ლექტორი და მასწავლებელი.

მისი თქმით, ზაფხულში საქართველოში მასობრივი ვაქცინაციისათვის საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება და შესაძლებელია საზოგადოებას ასარჩევადაც ჰქონდეს საქმე.

„დღეს ქვეყანაში აცრებისთვის მოტივაცია მომატებულია. ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში ჩავუტაროთ მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობას აცრა, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებს სწავლა რომ დაიწყება.

ყველა ლექტორი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომლებიც მივლენ უნივერსიტეტებში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც, ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისათვის. ანუ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია.

გიდასტურებთ, რომ ივლისში გვექნება საკმაო რაოდენობა ვაქცინების, ასარჩევადაც შეიძლება გვქონდეს საქმე“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,367 ნახვა
%d bloggers like this: