პოლიტიკა

ხელისუფლებას ვაძლევთ 10-დღიან ვადას, გააუქმოს ე.წ. პრაიდი

Nusagi

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაანონსებული ე.წ. პრაიდი გააუქმოს, რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ „ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 10 დღის შემდეგ თუკი სახელმწიფო მათ მოწოდებას არ გაითვალისწინებს, მოსახლეობას თვალწინ მკაფიო პასუხი ექნება.

„25 ივნისამდე ხელისუფლებას ვადას ვაძლევთ. 10 დღის შემდეგ თუკი სახელმწიფო ჩვენს მოწოდებას არ გაითვალისწინებს, მაშინ მთელს მოსახლეობას თვალწინ ექნება მკაფიო პასუხი, რომ სახელმწიფოც ლუსტრირებულია ამ პროცესში, როგორც მისი თანამონაწილე. ამის შემდეგ უკვე ყველა თავის შესაბამის ზომებს მიიღებს. დღეს არის 15 ივნისი, ვაძლევთ ხელისუფლებას 10 – დღიან ვადას, გააუქმოს დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი.

რაც შეეხება 5 ივლისს, მსვლელობის დასასრულს, ამ მსვლელობას ქართველი ხალხი მაინც არ დაუშვებს. ეგ არ ჩატარდება, უბრალოდ, მანდ სპონტანურად უამრავი ხალხი მივა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს ე.წ. პრაიდი, რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ვასაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,570 ნახვა
%d bloggers like this: