ცხოველები

აშშ-მ 113 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ძაღლების შეყვანა აკრძალა

Nusagi

აშშ-მ ქვეყნის ტერიტორიაზე 113 ქვეყნიდან აკრძალა ძაღლების შეყვანა. მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. ამის მიზეზად სახელდება ბოლო პერიოდში გახშირებული შემთხვევები, როდესაც ლეკვები ცოფის საწინააღმდეგო აცრის ყალბი ცნობებით შეყავთ. ინფორმაციას NPR ავრცელებს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ძაღლები, რომლებიც აშშ-ში შემოყავთ, ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა“,-აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის წარმომადგენელი NPR-თან ინტერვიუს დროს.

„პანდემიის დასაწყისში თავშესაფრებში ძაღლების რეკორდულად მცირე რაოდენობა იყო, რადგან მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ძაღლების აყვანის პროცესში. სავარაუდოდ, არსებობს კორელაცია ცარიელ თავშესაფრებსა და საზღვარგარეთიდან ლეკვების გასაყიდად შემოყვანის ზრდას შორის.

ძაღლების აყვანის მსურველთა ზრდამ შესაძლოა, არაკეთილსინდისიერ შემომყვანებს საქმის გაიოლების სურვილი გაუღვიძა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც პანდემიამ ისე დააზიანა, რომ ძაღლების ვაქცინაციის პროგრამა სრულყოფილად ვერ განხორციელდა. თუ გავითვალისწინებთ ცოფის საწინააღმდეგო აცრებზე პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, არ ვართ დარწმუნებული, რა სიტუაცია გვექნება ახლო მომავალში. ამჟამად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აღვკვეთოთ ცოფიანი ძაღლების ქვეყანაში შემოყვანა“,-,-განაცხადა მან.

აშშ-ში ძაღლთა ცოფი 2007 წლის შემდეგ ლიკვიდირებულია, თუმცა აუცრელი ძაღლები, რომლებიც სხვადასხვა ცოფიანმა ცხოველებმა ( ენოტმა, სკუნსმა, ან ღამურამ) დაკბინეს, მაინც ავადდებიან. დღეს აშშ-ში შინაურ ძაღლებს რეგულარულად ცრიან.

თუმცა, ცოფი დღემდე ყველაზე სასიკვდილო დაავადებაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ყოველწლიურად მსოფლიოში ცოფით 59 000 ადამიანი იღუპება- დაახლოებით, ყოველ 9 წუთში 1 ადამიანი. ცოფით დაავადება თითქმის ყოველთვის სიკვდილით მთავრდება, როდესაც ადამიანს სიმპტომები გამოუვლინდება. 

ყოველწლიურად ამერიკაში მილიონამდე ძაღლი შეყავთ. ამჟამად 113 ქვეყნიდან, რომლებიც ცოფის გავრცელების საშიშროების წინაშე დგანან, ძაღლების შეყვანა აიკრძალა. მათ შორისაა სომხეთი, საქართველო, აზრებაიჯანი, ბელარუსი, ხაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი. ყველა ეს ქვეყანა ცოფის სავარაუდო გამავრცელებლად ჩაითვალა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,522 ნახვა
%d bloggers like this: