პოლიტიკა

გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა

Nusagi

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესცენტრი ავრცელებს.

„ბრიუსელში მარინა კალიურანდმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესები და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ მარინა კალიურანდს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში.“,-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: