პოლიტიკა

ვაშაძე გვეუბნება, რატომ დააყენეთ პენსიების საკითხიო, ბოდიში, რომ ხალხზე ვზრუნავთ და ხალხის პრობლემების მოგვარება გვინდა

Nusagi

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გიორგი ვაშაძესთან დაპირისპირების თაობაზე განაცხადა და განმარტა, რომ პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფია შექმნილი და იმის ნაცვლად, გიორგი ვაშაძე ამ ჯგუფს შეერთებოდა, იგივე საკითხზე სხვა კანონპროექტი დააინიცირა.

„გვეუბნება, რატომ დააყენეთ პენსიების საკითხიო. ბოდიში, რომ ხალხზე ვზრუნავთ და ხალხის პრობლემების მოგვარება გვინდა. თუ რამის გაკეთება უნდოდა, გარედან კი ნუ არტყამდა პარლამენტს წრეებს და კი ნუ გვლანძღავდა, რომ შევედით, შემოსულიყო და ჩვენთან ერთად ემუშავა. ვაშაძის პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად ამბიციურია. თუ „მოქაჩავს“ კარგი იქნება.

ხმამაღლა გვაქვს ნათქვამი, რომ შექმნილი გვაქვს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, პენსიონერების სესხის დაწევასთან დაკავშირებით. კი არ შემოვიდა ამ ჯგუფში, სხვა კანონის ინიცირება მოახდინა. შემოუერთდი რა, ზემოდან კი ნუ იყურები. კი, ნიჭიერი და მონდომებული კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან კი ნუ გვიყურებ და იმაზე კი ნუ ხარ გაცოფებული, რომ ამ საკითხზე ვმუშაობთ, პარალელური კანონპროექტი კი ნუ შემოგაქვს. სულ არ გვერიდება ვთქვათ, რომ ირაკლი ზარქუამ დააყენა ჩვენამდე ეს საკითხი, მერე რა?“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: