უცხოური მედია

ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას ილჰამ ალიევს, რომელმაც აზერბაიჯანს მოუტანა გამარჯვება და მშვიდობა

Nusagi

დღეს ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ვარ ძვირფასი აზერბაიჯანის მილი მეჯლისში, რომელმაც გაათავისუფლა ყარაბაღი, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის გათავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

„30 წლის განმავლობაში ჩემი აზერბაიჯანელი ძმები დევნილები იყვნენ თავიანთი მიწებიდან. 30 წლის შემდეგ ამ მიწებს კვლავ დაუბრუნდნენ ისინი, ვისაც ეს მიწები ეკუთვნით , “- განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ისინი, ვინც ყარაბაღში კონფლიქტის გაგრძელება სურდათ, ამ კონფლიქტისგან სარგებლს იღებდნენ.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ უმაღლეს მთავარსარდალს, ჩემს ძვირფას ძმას ილჰამ ალიევს, რომელმაც დიდებული ლიდერობა გამოიჩინა და აზერბაიჯანს მოუტანა ეს გამარჯვება და მშვიდობა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: