ჯანდაცვა

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ინდურ შტამს

Nusagi

ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება, მას უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს.

„ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: