პოლიტიკა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა

Nusagi

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს ეხმიანება.

„ნატო-ს სამიტის დასკვნითი განცხადება ტრადიციულად მოუწოდებს რუსეთს „გაიყვანოს ჯარი საქართველოდან”, უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს მითიური “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”. ამ მოთხოვნების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებლისთვის, რომელიც იცნობს 2008 წლის აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და არ საჭიროებდა სხვა სახელმწიფოებისგან დამოწმებას. მოსკოვისა და სოხუმის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები ასევე არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის” მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების მტკიცებით, ნატო-ს ან ნაბიჯმა შეიძლება სერიოზულად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში და საბოლოოდ შეარყიოს მონაწილეებისა და საერთაშორისო შუამავლების მუშაობა, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევისკენაა მიმართული.

შეგახსენებთ, ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ნატოს ქვეყნები რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისკენ და ამ რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,784 ნახვა
%d bloggers like this: