სამართალი

“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

Handcuffed business criminal --- Image by © Wavebreak Media Ltd./Corbis
Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქურდული სამყაროსა” და “ქურდული წევრობის” ბრალდებით სამი პირი დააკავა. მათ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა “ქურდული სამყაროს” მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს “ქურდული გარჩევა”. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და “ქურდული სამყაროს” წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: