ხელოვნება და კულტურა

ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი ნახატი დევიდ ბოუის ნამუშევარი აღმოჩნდა

Nusagi

ზოგჯერ ე.წ. მეორადი საქონლის ბაზრობაზე შესაძლოა მართლაც ღირებული ნივთის პოვნა. საქველმოქმედოდ გამართულ ძველმანების ბაზრობაზე, რომელიც ოტარიოში ჩატარდა, მამაკაცმა სხვადასხვა ნივთებში იპოვა და 5 კანადურ დოლარად შეიძინა ნახატი. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნამუშევრის მეორე მხარეს მუსიკოს დევიდ ბოუის ხელმოწერა აღმოაჩინა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

როდესაც მყიდველი მიხვდა, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში შეიძინა, აუქციონის სახლს მიმართა. ნახატი 1995- 1997 წწ პერიოდშია შექმნილი და პორტრეტების სერიის „მკვდარი თავები“ ნაწილს წარმოადგენს. ლოტი ონლაინ-აუქციონზე განათავსეს. მისი საწყისი ღირებულებაა 17 000 კანადური დოლარი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: