ჯანდაცვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 302 ადამიანი აიცრა

Nusagi

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 302-მა ადამიანმა გაიკეთა.

17 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 221 156 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 74 495 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 741 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო 945 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 356920-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5114 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 342720 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%-ია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: