პოლიტიკა

გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

Nusagi

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი, პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძე დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ.
ევროპარლამენტარებს შეხვედრაზე გიორგი გახარიამ, პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: