Uncategorized

პუტინმა ბაიდენს აჯობა – ტრამპი

Nusagi

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს აშკარად აჯობა. ამის შესახებ ტრამპმა foxnews-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ბაიდენმა ვერანაირ სერიოზულ გამარჯვებას ვერ მიაღწია. რუსეთი აშკარად დომინირებდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ბაიდენმა ხელი შეუწყო NordStream II-ის გაზსადენის პროექტის დასრულებას, მაშინ როდესაც თვითონ კანადა-აშშ-ის გაზსადენის მშენებლობა გააჩერა. ამან კი 10 000 ადამიანი უმუშევარი დატოვა. „ჩრდილოეთ ნაკადით” გერმანიაში გაზის გაყიდვით რუსეთი მილიარდობით დამატებით მოგებას ნახავს, მაშინ როდესაც თვითონ გერმანია ნატოში შენატანებს სათანადოდ არ იხდის და ამ ორგანიზაციის სუბსიდირება ისევ აშშ-ის კისერზეა. ეს რუსეთისთვის კარგი დღე იყო, ხოლო ჩვენ ვერაფერი მივიღეთ“, – ამბობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

ტრამპმა კვლავ აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურები ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერის რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ბიზნეს-კონტაქტებით უნდა დაინტერესდნენ.

„წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩემს შვილს რუსეთთან და უკრაინასთან ბიზნეს-კავშირები ჰქონოდა, ხოლო მე პოლიტიკურად მოსკოვისთვის მოგებიანი გადაწყვეტილებები მიმეღო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 16 ივნისს რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პუტინმა შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ ბაიდენის მხრიდან არანაირი მტრული დამოკიდებულება არ ყოფილა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: