Uncategorized

საქართველოს ნაკრების ექიმი: ერიქსენს თამაშის გაგრძელება შეუძლია

Nusagi

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი ექიმი დათო ხარაბაძე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას ერიქსენი, მასზე იქნება დამოკიდებული.

„შიდა გულის სტიმულატორი იმიტომ ჩაუგდეს, რომ მოხდეს კიდევ იგივე შემთხვევა, შიდა ე.წ სტიმულატორმა შესაბამისი ელექტრო იმპულსები მიაწოდოს გულს, რომ გული არ გაჩერდეს. რამდენად შეძლებს ერიქსენი თამაშში დაბრუნებას, ეს ჯერ კიდევ კვლევის საკითხი იქნება და დარწმუნებული ვარ რომ დროა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა შესაძლოა გააგრძელოს თამაში.

ეს არის რთული საკითხი და არაა მარტივი. ერთობლივი ჩართულობით იქნება ეს კარდიოლოგების, ნაკრების და სპორტული ექიმების იქნება კონსილიუმი და მიიღებენ გადაწყვეტილებას.

საბოლოო გადაწყვეტილება ერიქსენზე იქნება, ექიმებს ამ შემთხვევაში რეკომენდაცია შეუძლია მხოლოდ მისცენ“ – განაცხადა დათო ხარაბაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: