Uncategorized

„ხალხს იმის გამო შია, რომ თქვენ და ივანიშვილი ვერ ელევით მეგალო ეგოიზმს“ – ვაშაძე სააკაშვილს პასუხობს

Nusagi

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მის მიმართ ყოფილ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ნათქვამ ფრაზას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა მშიერი იმიტომაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დაპირისპირების პოლიგონად აქციეს.

„1. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსად წერა დასანანი და სირცხვილია, ამაში ვერ და არ აგყვებით.

2. გიორგი ვაშაძის გამო კი არ შია ხალხს, არამედ იმის გამო, რომ თქვენ და ივანიშვილი ვერ ელევით თქვენს მეგალო ეგოიზმს, ქვეყანა და ხალხი თქვენი პერსონალური დაპირისპირების პოლიგონად აქციეთ.

3. და კიდევ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სხვაობა ჩვენს შორის – ჩვენ ვთვლით, ქვეყანას სისტემა და ხალხი უნდა მართავდეს და არა ბელადები და ფსევდო მესიები“, – წერს გიორგი ვაშაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,757 ნახვა
%d bloggers like this: