ეკონომიკა

გერმანიის საელჩო სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს

Nusagi

გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს გერმანიაში, სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი დარღვევების გამო.

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ პირებს (ქართველებს), რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, მიმდინარე კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ.

„ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: